ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

2023-01-21 12:32:40

თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.