როგორია საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ბიჭის მდგომარეობა

2023-01-21 11:50:53

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაჭრილი 24 წლის გიორგი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს.

მათი თქმით, პაციენტი გამსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩება.

"24 წლის ახალგაზრდას, რომელსაც მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე სტაბილურად მძიმე რჩება და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, რის შედეგადაც ძირითადი მაჩვენებლები ნორმასთან ახლოსაა და მისი სიცოცხლე  შენარჩუნებულია",- აცხადებენ კლინიკაში.

მკურნალობა უგრძელდება კიდევ 2 პაციენტს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული ქვედა კიდურებზე. მათ გაუკეთდათ ოპერაციული ჩარევა და ამ ეტაპზე მკურნალობას სტაციონარულ რეჟიმში გადიან. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

24 წლის გიორგი კიკნაძეს შეიარაღებულმა პირმა ორი ტყვია მაშინ ესროლა, როდესაც დაჭრილი მეგობრის დასახმარებლად ეზოში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსიდან 49 წლის მამაკაცის მიერ გახსნილი ცეცხლის დროს 5 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები