რუსთავის საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია ნახევარი საათით გაითიშა

2017-10-21 23:39:03

რუსთავში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელ.ენერგიის მიწოდება დაახლოებით 30 წუთით შეიზღუდა. რის გამოც მე-19 მიკრორაიონსა და მე-17 მიკრორაიონში მდებარე რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი შეჩერდა.

როგორც "ქართული ოცნების" სიის პირველმა ნომერმა, ლევან ონიანმა, განაცხადა დენის გათიშვა გაჩიანში მომხდარმა ავარიამ განაპირობა.
მმართველი პარტიის საპასუხოდ, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ელ.ენერგია შეგნებულად, არჩევნების გაყალბების მიზნით შეზღუდეს.
#33,34 და 35-ე საარჩევნო უბნებთან უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი განახლებულია.