ხანძარი ჩაის პლანტაციაში

2023-01-19 16:41:48

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატეხიაში ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ჩაის პლანტაციაში გაჩნდა. ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან. ამ დროისათვის ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არის.