საკუთარი პოზიცია რუსთავში 40 301 -მა მოქალაქემ დააფიქსირა, რამაც ამომრჩევლის 38 % შეადგინა. #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ რომ ხმების დათვლის პროცესში შესაძლო მაჩვენებელი შეიცვალოს თუმცა მინიმალურად. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ყველა საარჩევნო უბანზე 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა. #20 საოლქო საარჩევნო კომისიის შეფასებით, რუსთავში არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.