მოსწავლეების ნაწილმა სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლა

2023-01-16 11:29:37

რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

საახალწლო არდადეგების შემდეგ, პროცესი ქალაქის 26 - ივე საჯარო სკოლის მოსწავლისთვის დაიწყო.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრში განუცხადეს, 6 სკოლას მოსწავლეები არ მიუღია, მიზეზი - სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

აღნიშნული სკოლის მოსწავლეები სწავლას ჰიბრიდულ რეჟიმში აგრძელებენ.