ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაამტკიცეს ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი.
რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა.
უწყება ამბობს, რომ ეტაპობრივად ფასი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.
ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.
სამინისტრო ამბობს, რომ ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. მათივე ცნობით, თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.
მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main