დღის განმავლობაში თბილისი - გარდაბნის მიმართულებით მოძრავი მატარებლით, 40-მდე რუსთაველი სარგებლობს.
რეისი ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ სრულდება, დილით და საღამოს.
როგორც, "ინფო რუსთვს", რუსთავის სადგურზე განუცხადეს, მოსახლეობის მხრიდან არის მოთხვოვნა, კიდევ ერთი რეისი დაემატოს, რომელიც შუადღის საათებში შესრულდება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თბილისი - გარდაბნის მიმართულებით მოძრავი მატარებლით ძირითადად, თბილისში დასაქმებულები სარგებლობენ.
რუსთავიდან მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.
როგორც "ინფო რუსთავს" საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელი თბილისიდან 07:10 საათზე გამოსვლის შემდეგ რუსთავის რკინიგზის სადგურზე 08:00-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 8:25 საათზე გამოსვლის შემდეგ 08:37-ზე.
19:00-ზე თბილისიდან გამოსვლის შემდეგ, რუსთავის სადგურში 19:52-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 20:20-ზე გამოსვლის შემდეგ 20:32-ზე.