ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 72 ადამიანი იმყოფებოდა [video]

2023-01-15 12:42:15

ნეპალში, თვითმფრინავი ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელშიც 72 ადამიანი იმყოფებოდა, ნეპალის ცენტრალურ ნაწილში, პოხარას აეროპორტთან ახლოს, დაშვებისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაციაში ნეპალის ჯარისკაცები მონაწილეობენ.

პრემერ-მინისტრმა პუშპა კამალ დაჰალმა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა იმუშაონ სამაშველო ოპერაციებზე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები