პოლონეთში 33 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით ახალგაზრდა ქართველმა ერთ-ერთი მაღაზიიდან ტკბილეული, ალკოჰოლი და სხვადასხვა ხელსაწყო მოიპარა.
მაღაზიის დატოვების დროს ის დაცვის წევრმა გააჩერა, რა დროსაც ქართველმა წინააღმდეგობა გაუწია.
ახალგაზრდა კაცს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.