რუსთავში მაინერები ახალი წლის ღამეს მოიპარეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ახალი წლის ღამე, იმ დროს როდესაც მოსახლეობის ნაწილი პიროტექნიკას იყენებდა და გარეთ ხმაური იყო, 40 წლამდე მამაკაცმა ერთერთი კომპანიის ოფისი დააზიანა და 2 მაინერის მოპარვა სცადა.
ფაქტის შესახებ მალევე გახდა პოლიციისთვის ცნობილი და მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.