დღეს ქართული თეატრის დღეა.
ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით, "თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრების" დაჯილდოება გაიმართა, სადაც რუსთავის თეატრმა გამარჯვება 3 ნომინაციაში შეძლო.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლი "მიმძიმს ამაზე საუბარი" გახდა (ე. გიზატოვა, რეჟისორი სოსო ნემსაძე);
საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლის შემსრულებელი - ნათია მელაძე. მსახიობმა ჯილდო სპექტაკლში "მიმძიმს ამაზე საუბარი" შესრულებული ცოლის როლისთვის მიიღო.
თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ ვაჟად კი არჩილ მაკალათია დასახელდა, რომელმაც ტიტული ამავე სასცენო დადგმაში შესრულებული გამომძიებლის როლისთვის დაიმსახურა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის თეატრი ავრცელებს.