ლიფტის შახტაში 2 ადამიანი გარდაიცვალა

2023-01-14 15:40:44

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ცოლ-ქმარი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მედიას უთხრეს, ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან ორი ცხედარი ამოიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს ადგილზე ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა.

ვაზისუბანში საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.