ამერიკაში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

2023-01-14 11:28:52

ამერიკაში ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები 11 იანვრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ფილადელფიაში იმყოფებოდა.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა, ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.