ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

2023-01-13 20:05:03

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. ამასთან, დაშავდა კიდევ ერთი მგზავრი, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 11 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.

 

წყარო: გურია ნიუსი