2023 წლის 1 თებერვლიდან, განმეორებითი ტექინსპექტირება მსუბუქი ავტომობილებისთვის, მსუბუქი სატვირთოებისა და მსუბუქი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 20 ლარით, ხოლო სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებზე 30 ლარით განისაზღვრა.
"აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს იმას, რომ თუ მომხმარებელი პირველად ტექინსპექტირებაზე შეიძლება ითქვას, რომ მოდიოდა საერთოდ გაუმართავი მანქანით, არ აქცევდა ყურადღებას თუნდაც გარე მაშუქ ხელსაწყოებს, ელემენტარულ ნათურას, ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ მსგავს პრობლემებს ავტომფლობელი განმეორებით ინსპექტირებამდე აღარ მიიყვანს და ავტომობილს გამართულ მდგომარეობაში პირველად ინსპექტირებაზევე იქონიებს", - აცხადებს Quicktest - ის ტექნიკური მენეჯერი შოთა ღვინერია.
1 თებერვლამდე, თუკი ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლიდა, მას 30 დღიანი ვადა ეძლეოდა ხარვეზების გამოსასწორებლად და ამ პერიოდში მათთვის განმეორებითი ტექინსპექტირება უფასო იყო.
პირველად ტექინსპექტირებაზე კი კვლავ უცვლელი ტარიფები მოქმედებს, 60 ლარი მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო სატვირთოებსა და ავტობუსებზე 100 ლარი.