ავტობუსს ხე დაეცა

2023-01-13 16:40:03

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს, რომელიც მგზავრებით სავსე იყო, ზუგდიდის შემოსასვლელთან, ხე დაეცა.

როგორც მძღოლი ყვება, ქარმა ხე მოგლიჯა, თუმცა მან სწრაფად დამუხრუჭება მოასწრო. ხემ ავტობუსის წინა ნაწილი დააზიანა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

წყარო: მთავარი არხი