ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი

2023-01-13 12:57:46

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო განცხადებას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ 2023 წლის 16 იანვრიდან, რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები, როგორც შიდა, ასევე საქალაქთაშორისო მიმართულებით, სტანდარტული გრაფიკით ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებს!

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს კვირის დღეებში კვლავ 13 წუთიანი, ხოლო შაბათ-კვირას 20 წუთიანი ინტერვალით გადაიყვანენ!", - ნათქვამია განცხადებაში.