ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ძლიერი ქარის გამო, ხანძრის მეზობელ სახლებზე გავრცელების საშიშროება იყო.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს.
სახლი სრულიად დაიწვა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.