ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ქარმა ხე მოგლიჯა და გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე დაიღუოპა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია.
ავტომობილში კიდევ 3 პირი იმყოფებოდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.