მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა

2023-01-12 19:17:09

მასშტაბური ავარია ქუთაისში - შარტავას ქუჩაზე, "კარფურის" წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ავტომობილია დაზიანებული.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა ავტომობილმა არასწორი მანევრი გააკეთა და სხვა მანქანები დააზიანა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული

 

წყარო: ინფო იმერეთი