მანქანას ხე დაეცა

2023-01-12 18:30:30

ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-სამტრედიის გზაზე მოძრავ ავტომანქანას ხე დაეცა, რომელშიც 35 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა.

კაცი სხვადასხვა დაზიანებით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.