მიკროავტობუსს ხე დაეცა

2023-01-12 14:50:31

სენაკში სამგზავრო მიკროავტობუსს ხე დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 მგზავრი. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით გადაყვანილები არიან საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა სამეგრელოში ძლიერი ქარია, რამაც რეგიონში პრობლემები შექმნა.

 

წყარო: გურია ნიუსი