"ხმა მივეცი იმ გუნდს, რომელიც მოსახლეობასთან ერთად აპირებს ამ ქალაქის განვითარებას"- "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ტაბაღუა საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად გამოცხადდა. მისი განმარტებით, ხმა სიკეთეს, მზრუნველობას და ქალაქის განვითარებას მისცა.