ფოთში ძლიერი ქარის შედეგად მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი, ახალგაზრდა ქალი დაშავდა.
მას ხის დიდი ტოტი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ფოტოებს იღებდა. ფოტოგადაღების დროს, ხე წაიქცა და დაშავებული ტოტებს შორის მოყვა.
არსებული ინფორმაციით, მას ხელი აქვს მოტეხილი და მენჯ-ბარძაყის ძვალი აქვს დაიზიანებული. დაშავებული ფოთის საავადმყოფოშია მოთავსებული და არსებული ინფორმაციით, ქუთაისის ერთ-ერთ სტაციონარში გადაჰყავთ.
"ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავაადმყოფოში.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები.
მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე: 0493 22 12 95
ან დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:
ცენტრის უბანი -579 75 20 17;
მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;
კუნძულის უბანი - 551 41 11 02;
ნაბადის უბანი- 599 25 41 21.
ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.