თბილისის მერია მოქალაქეებს აფრთხილებს

2023-01-11 15:59:07

"დედაქალაქში და თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები გრძელდება", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, უკვე გზებზე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. მერია მოსახლეობას აფრთხილებს, არ იმოძრაონ ზამთრის საბურავების გარწეშე.

"მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.

შპს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა.

"პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩების და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაობს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებს და ჩიხებს, "თბილსერვის ჯგუფი" აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, ოპერატიულად რეაგირებს ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე", - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა.

თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ მას არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს "თბილსერვის ჯგუფისა" და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.