"მინდა მოვუწოდო ყველა რუსთაველს, მოვიდნენ არჩევნებზე" - ნინო იმედაშვილი

2017-10-21 11:50:48

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო იმედაშვილმა საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა. მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად იმყოფებოდა. „მე ხმა მივეცი ევროპულ გამოცდილებას, მაღალ პენსიებს, დასაქმების შესაძლებლობებს და წესიერ ხელისისუფლებას, რომელიც არ იტყუება და დანაპირებს ასრულებს.“ - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.