"ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი რუსთავის მერობის კანდიდატი, ზურაბ მაისურაძე #12-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. კანდიდატმა საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა . "მე დღეს ხმა მივეცი რუსთავის განვითარებას, რუსთავის წინსვლას და აღორძინებას. მივეცი იმ პარტიას ხმა, რომელსაც აქვს შენების დიდი გამოცდილება, ხმა მივეცი კეთილდღეობას, გაჭირვებული ადამიანებისთვის შვების მოტანას"- განაცხადა ზურაბ მაისურაძემ.