შეფუთული კამერები საარჩევნო უბანზე (ვიდეო)

2017-10-21 11:10:33

სიტყვიერი დაპირისპირება ჭყონდიდელის დასახლების # 16 საარჩევნო უბანზე. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები, სკოლაში არსებული ვიდეო კამერების მდგომარეობას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, კამერები შეფუთულია. უბნის კოორდინატორის განმარტებით, კამერების შეფუთვის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტროსგან მიიღეს. გარდა ამისა, უბანზე ისმოდა ურთიერთბრალდებები. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს აგიტაციაში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნების“ კოორდინატორების თქმით კი საარჩევნო უბნის სიახლოვეს აგიტაციას სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ეწევიან.ნახეთ ვიდეო.