ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რა პრინციპით მოხდება სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება.
როგორც მინისტრი აცხადებს, იმ ოჯახებს, რომლებსაც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 1 კვტ/ საათზე დაახლოებით 12 თეთრამდე მოხდება.
"სოციალური მიმართულებით ყველა ის ვალდებულება, რაც ქვეყანას აღებული აქვს გაგრძელდება 2023 წელსაც.
ეს პროგრამები, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას, მოქმედებს შემდეგი პრინციპით: იმ ოჯახებს, რომლებსაც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 1 კვტ/საათზე დაახლოებით 12 თეთრამდე მოხდება, ხოლო 70-150 ქულის მქონე ოჯახებში ეს მოხდება დაახლოებით 3.5 თეთრით. ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გამოიყოფა", - აღნიშნავს მინისტრი.