„პატრიოტთა ალიანსის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, გელა ნაკაშიძემ, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მერობის კანდიდატი #49 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. „ხმა მივეცი რუსთავის სასარგებლოდ, რუსთავის განვითარებისა და მომავლის სასარგებლოდ.“ - განაცხადა გელა ნაკაშიძემ.