ანნა კეკენაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

2017-10-21 09:36:53

"ხალხის პარტიის" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ანნა კეკენაძემ, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ანნა კეკენაძე რუსთავის #41-ე საარჩევნო უბანზე დილით იმყოფებოდა. მერობის კანდიდატის განცხადებით, მან ხმა ჯანსაღ ძალას მისცა "ხმა მივეცი ჯანსაღ ძალას, რომელსაც ნამდვილად შესწევს უნარი და შესაძლებლობა, რომ შეცვალოს ჩვენი აწმყო და მომავალი."

ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი რუსთავის 84-ვე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.