სალონიკში, 23 წლის ქართველმა 2 საათში 8 შეიარაღებული ძარცვა განახორციელა, ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ყაჩაღი-რეპერი ასე მოიხსენიებს ბერძნული მედია ქართველ მამაკაცს, რადგან დაკავებული თავს სწორედ რეპერად ასაღებდა.
როგორც გამოცემა იუწყება, 1999 წელს დაბადებული მამაკაცი ციხიდან 4 თვის წინ გამოვიდა.
მათივე ცნობით, პროკურატურის ბრძანების შემდეგ, დაკავებულის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გასაჯაროვდა.
23 წლის ქართველის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობა, ძარცვის მცდელობა, დაუმორჩილებლობა, იარაღის უკანონო ტარება და გამოყენება.