თვითმმართველობის არჩევნები რუსთავში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე 08:00 საათზე დაიწყო. ამ დრომდე საარჩევნო უბნებზე არანაირი ექსესი არ დაფიქსირებულა. საკუთარი პოზიცია #44 საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა რუსთავის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა. მან ხმა ძლიერ თვითმმართველობას მისცა და ისურვა რუსთავში დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.