რუსთავის #29 სააერჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე რუსთაველ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ბიუროს ოფისის სამოქმედო გეგმა და მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის გზები გააცნო. შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში ქალაქში არსებული პრობლემური საკითხები იქნა გნიხილული. საუბარი შეეხო რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებასაც. პაატა მხეიძის განცხადებით, კომპანიას ქალაქის თვითმართველობისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილება ტარიფის გაზრდის შესახებ არ უნდა მიეღო. კიდევ ერთი საკითხი რომელზეც მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ინფო რუსთავთან“ ისაუბრა, მერიაში განხორციეებულ საკადრო ცვლილებებს შეეხებოდა. მხეიძის განმარტებით გოჩა ლორია და ირმა მესხი კომპეტენტური თანამშრომლები იყვნენ და მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება არ უნდა მომხდარიყო.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო მეგობრობის ქუჩის #2 ში მდებარეობს. პაატა მხეიძე მოსახლეობას არასასესიო პერიოდში კვირაში 2-ჯერ შეხვდება.