ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და მართვის სამსახურში განუცხდეს, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ 2 პირი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ხაშურის ახალ კლინიკაში გადაიყვანა.
ირკვევა, რომ სოფელ მიწობში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა, შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდრ ფაქტზე დაწყვებულია გამოძიება.