თბილისში მშვიდობის ხიდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება.
აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერები წარწერით "მიშას სიცოცხლისთვის", "გადაარჩინე მიშა" გადმოფინეს.
ადგილზე მოქალაქეები, „ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან.
ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.
დედაქალაქის პარალელურად აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ურთიერთგამომრიცხავია.
სოლიდარობის აქცია გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშიც.
პარალელურად, აქციებს მართავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. ის მხარდამჭერებთან ერთად აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მართავს.
ფოტო: მთავარი არხი