"გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5-ჯერ მე­ტია ვიდრე პანდემიის დროს"

2023-01-04 11:31:58

ქვე­ყა­ნა­ში ძი­რი­თა­დად გრი­პის ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს, მისი ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 50%-ს შე­ად­გენს - ბავ­შვე­ბის სტა­ცი­ო­ნარ­ში გან­თავ­სე­ბის პრობ­ლე­მა არ არის, - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ახლა ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი, გრი­პი კი ძი­რი­თა­დად ბავ­შვებ­ში ცირ­კუ­ლი­რებს.
"წინა კვი­რას­თან შე­და­რე­ბით რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის მცი­რე­დი მა­ტე­ბაა. ქვე­ყა­ნა­ში ძი­რი­თა­დად გრი­პის ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს, მისი ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 50%-ს შე­ად­გენს. ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც, მსოფ­ლი­ო­ში ზამ­თრის პე­რი­ო­დი ამ ტი­პის ვირუ­სის სი­ჭარ­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ახლა ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სის, რაც პან­დე­მი­ის წლებ­ში ასე არ იყო. გრი­პი ძი­რი­თა­დად ბავ­შვებ­ში ცირ­კუ­ლი­რებს.

პე­დი­ატ­რი­ულ სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის პიკი იყო დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში, ახლა იმ ფარ­გლებ­შია, რო­მელ­შიც უნდა იყოს. ბავ­შვე­ბის სტა­ცი­ო­ნარ­ში გან­თავ­სე­ბის პრობ­ლე­მა არ არის. ყვე­ლას ბავ­შვი იღებს ამ სერ­ვისს, ვი­საც სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნავს ივა­ნე ჩხა­ი­ძე "მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“.