იტალიაში 27 და 32 წლის ქართველი კაცები დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცები სამართალდამცავებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც ქართველებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
იტალიელმა სამართალდამცავებმა ჩხრეკის დროს ცეცხლსასროლი იარაღი და 7000 ევროს ღირებულების მოპარული ძვირფასი სამკაულები აღმოაჩინეს.
დაკავებულ ქართველებს ბრალად სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათი დაზიანება და ქურდობა ედებათ.