მცირეწლოვანი, რომელიც თბილისში სამკურნალოდ მიჰყავდათ, გარდაიცვალა

2023-01-03 13:02:03

ორ წლამდე ბავშვი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან თბილისში სამკურნალოდ გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა.

მცირეწლოვანის ახლობლების თქმით, ბავშვს გრიპი ჰქონდა.

"ბავშვი ცუდად იყო, გრიპი შეხვდა, კრუნჩხვაში ჩავარდა და გზაში გარდაიცვალა. არც გვატანენ, რომ ბავშვი ახალგორში შევიდეს, სახლში სამი ბავშვი სიცხიანები კიდევ ელოდებიან, შიშისგან სიცხე დაემართათ ბავშვებს. ვტირივართ, ვწიოკობთ, არაფერი გამოდის", - აცხადებს ტელეკომპანია "მთავართან" ერთ-ერთი ნათესავი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები