რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა [video]

2023-01-01 19:27:39

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "BMW-" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. პაციენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები