როგორ იმოძრავებენ ღამის საათებში "ინტერტრანსის" მიკროავტობუსები

2023-01-01 14:31:44

ახალი წლის დღეებში, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი მცირედით შეცვლილი იყო.

კერძოდ, 31 დეკემბერს ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 21:30 საათზე, თბილისიდან კი 22:30 საათზე შესრულდა, დილის საათებში კი, მიკროავტობუსები პირველ გასვლას ტრადიციულ დროს განახორციელებენ. რაც შეეხება 1-ელ იანვარს, პირველი მარშრუტი რუსთავიდან დილის 08:00 საათზე შესრულდა, ღამის საათებში კი მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ.