რუსთავში პიროტექნიკით 8 ადამიანი დაშავდა

2023-01-01 11:41:09

რუსთავში პიროტექნიკით 8 ადამიანი დაშავდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენების დროს "კლინიკა რუსთავში" სულ 8 დაშავებული შეიყვანეს. მათ შორის არის ორსული ქალი და 13 წლის ბავშვი.

5 პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მათ ჩაუტარდათ ოპერაცია და ამჯერად მათი მდგომარეობა სტაბილურია.

სტაბილურია პიროტექნიკის სროლის დროს დაშავებული ორსული ქალის მდგომარეობაც. შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა გაეწია 13 წლის მოზარდსაც, მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

პიროტექნიკის გამოყენების დროს დაშავებულ მამაკაცთა ასაკი 30-დან 55 წლამდეა.