რუსთავში თავისუფლების მოედანზე წლის ბოლო ღონისძიებები გაიმართა.
მთავარ ნაძვისხესთან პატარებს თოვლის ბაბუამ უმასპინძლა, რის შემდგომაც მთავარი სცენა ანსამბლი "სახლინოს", საესტრადო სტუდია "ნამსა" და ლათინო-ამერიკული ცეკვებს დაეთმო.
მათ შემდეგ სცენა ზ.ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის კონცერტს დაესთმო და 2022 წლის ღონისძიებები ფოერვერკით დასრულდა.
2023 წლის 6 იანვარს კი პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის "ქართული ხმები" და ჯგუფი "რეგიონი" იმღერებენ.