ვითარება რუსთავის მოლში

2022-12-31 17:33:16

ახალი წლის მოსვლამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, რის გამოც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა რუსთავის მოლში.

მოლში არსებულ ყველა მაღაზიაში შეიმჩნევა ხალხის სიმრავლე.

მყიდველთა გაზრდილი რაოდენობის გამო სრულად შევსებულია "მოლის" საპარკინგე ტერიტორიაც.

მთელი დღის განმავლობაში რიგები და ხალხმრავლობაა აგრარულ ბაზრებთან და საცხობებთან.