რუსთავის საარჩევნო უბნებში თვითმმარათველობის არჩევნებისთვის ემზადებიან. უბნებში საარჩევნო ბიულეტინები დღეს 18:00 საათის შემდეგ დარიგდება და დაილუქება.
21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის ბიულეტენი:
• ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად • მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად • მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.
წელს რუსთავში 3 სპეც. უბანი და 410 გადასატანი ყუთი იქნება. რაც შეეხება ამომრჩეველს, 2017 წლის თვითმმაღთველობის არჩევნებზე 104 421 მოქალაქეა რეგისტრირებული.