ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ჩქაროსნულ მაგისტრალზე, "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა და გზიდან გადავარდა.
არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.