რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი გაიყიდა

2017-10-20 13:45:37

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გაიყიდა. მიზეზი წინასაარჩევნო კამპანიისთავის საჭირო თანხების მოძიება გახდა. ობიექტის გაყიდვიდან შემოსული თანხა, პარტიის საარჩევნო კამპანიას მოხმარდა. ობიექტი 10 დღის წინ გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი, საქართველოს მოქალაქე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. კონტრაქტის პირობების თანახმად, არჩევნების დასრულებამდე პარტიის წარმომადგენლები ოფისში დარჩებიან.