გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა.
შენობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს IX მოწვევის პარლამეტის წევრმა და სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა შოთა ხაბარელმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - გოჩა ჯამარაულმა, საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება, რომლის ფართობი 370 კვ.მეტრია და 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებამ 470 000 ლარი შეადგინა.