ქვეყნის მასშტაბით აზიური ფაროსანას მოსაზიდი 21 ათასი ხაფანგია დამონტაჟებული, აქედან ქვემო ქართლის რეგიონში 700-მდე, რუსთავში კი 70-მდე. ხაფანგების უმრავლესობა გზის ნაპირებზე, სკვერებსა და პარკებშია განთავსებული.
ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე აზიური ფაროსანის დაფიქსირების შემთხვევა არ ყოფილა.